20:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 14:56:08, 708 ნახვა

პოლიტიკა
11 ივნისს ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 11 ივნისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

"ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება. გაფორმდება შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ დაგეგმილია ირაკლი კობახიძის და ვიქტორ ორბანის ერთობლივი პრესკონფერენცია.

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics