|
2015-02-17 17:46:11, 759 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ქობულეთში გასული წლის ანგარიში და 2015 წლის პროგრამები წარადგინა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან გორგილაძემ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სულიკო თებიძემ, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კობა ნაკაიძემ და აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარო ჩხაიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გასული წლის ანგარიში და 2015 წლის პროგრამები წარადგინეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამების პრეზენტაციას სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმები, თემის რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების გამგეობების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები, ასევე მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი, რესურსცენტრის წარმომადგენლები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროების პროგრამების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)