21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-05 12:01:30, 670 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ქვეყანაში ოპოზიცია არ არის და იძულებულები ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში

ქვეყანაში ოპოზიცია არ არის და იძულებულები ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში - ამიტომ ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ისაუბრა საკადრო ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ზოგადად, განახლება ნებისმიერ სისტემას სჭირდება.

„გიორგი გაბიტაშვილი არის ღირსეული კაცი, სწორედ ეს იყო მიზეზი იმის, რომ ის დაიკავებს ძალიან მაღალ თანამდებობას პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ვერაფერს გამოვრიცხავთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ცვლილება წაადგა სწორი მიმართულებით შესაბამისი დარგების განვითარებას. იმის გამო, რომ განხორციელდა ცვლილებები, მარტო რკინიგზასა და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში შევძელით 52.5 მილიონი ლარის დაზოგვა, ეს მინიმალური მაჩვენებელია ცვლილებების შედეგად. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც ცუდი იყო და ვიღაც კარგია. განახლება ნებისმიერ სისტემას სჭირდება.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არის რეალურად ოპოზიცია, ოპოზიცია უნდა ასრულებდეს იმ როლს, რასაც ჰქვია ხელისუფლების ფორმაში ყოფნა. ოპოზიცია ქვეყანაში არ არის და ჩვენ იძულებულები ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში. ამიტომ ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე, ამან კონკრეტული შედეგები მოიტანა“,- აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics