21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-02 18:29:38, 745 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ჩვენი მხარდაჭერა გაზრდილია

„ლელოს“ და გახარიას მხარდამჭერები არ ჰყავთ. დედაქალაქის საკრებულოში გახარიას პარტიას ტოვებენ. როცა უპრინციპო ხარ, საკუთარი ამომრჩეველიც ზურგს გაქცევს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ზარქუას თქმით, ოპოზიცია არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ეს დამოკიდებულია იმაზე, „როგორ დავალებას მიიღებენ პატრონებისგან“.

„რამდენიმე თვის წინ როცა ამბობდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, მაშინაც ვთქვით, რომ პატრონებისგან რასაც მიიღებდნენ დავალებას, სწორედ ისე მოიქცეოდნენ. აღმოჩნდა, რომ მათმა პატრონებმა ოპოზიცია გაყვეს: ლუზერები – „ნაცები“, გვარამიები და ნეონაცები ჩახსნეს, სამაგიეროდ ჰგონიათ, რომ „ლელო“ და გახარია ლიდერები არიან. სალომეს სად, რა როლი ერგო, არ ვიცით. მცდელობა იყო, ის „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ლიდერი გამხდარიყო – საფრანგეთიდან რომ გვყავს, აგენტურა. ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ცდილობენ, „გაიპრაონ“ და ვინმეს რაიმე გამოსტაცონ. „ლელოს“ და გახარიას მხარდამჭერები არ ჰყავთ, ზოგი გაიქცა, ზოგი გამოიქცა. დედაქალაქის საკრებულოში გახარიას პარტიას ტოვებენ. როცა უპრინციპო ხარ, საკუთარი ამომრჩეველიც ზურგს გაქცევს. „ნაცმოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ უპრინციპო როცა ხარ და სხვა ქვეყნის დავალებებს ასრულებ, ბუნებრივია, ასეთი ბედი გელოდება. რაღა შორს წავიდე, საკუთარი ოფისი გაყიდეს. პატრონებსაც აღარ აინტერესებთ და საკუთარი ოფისიც კი გაყიდეს. რაც არ უნდა იხტუნაონ, „ნაცების“ თემა დამთავრებულია. ახლა ახალი „ნაცები“ არიან. მათი პატრონები ცდილობენ, „ლელო“ შემოგვასაღონ, და რეჟიმის დროს საპროცესო გარიგებებს ვინ აკეთებდა? ხაზარაძე არ აკეთებდა? გახარიას მელია რომ გადაერჩინა, შუა გზაში მიგვატოვა და გუნდს უღალატა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ელჩმა შეაშინა. პოლიტიკა მშიშარა კაცის არ არის. გახარია-„ლელო“ ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობა „გაიპრაონ“. ალბათ პარლამენტშიც შემოვლენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics