|
2025-06-02 16:29:37, 813 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - მელიას მოსამართლე და სასამართლო დარბაზი ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი ჰგონია
თეა წულუკიანი ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტს გამოეხმაურა. "რაც შეეხება მოსამართლის წინაშე მის ქცევას - მე ვფიქრობ, რომ სასამართლო და მოსამართლეები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცულები უნდა იყვნენ, რადგან, როგორც ჩვენ ვხედავთ, ზოგიერთს და მათ შორის, ნიკა მელიას, მოსამართლე და სასამართლო დარბაზი ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი ჰგონია. სავარაუდოდ, ამას კარგად შესწავლა და კიდევ უფრო მაღალი დონის სტანდარტების დაწესება სჭირდება". - თქვა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში. ცნობისთვის, 30 მაისს, სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რის შემდეგაც მელია დარბაზიდაან გააძევეს. აღნიშნულ ფაქტამდე მოსამართლეს მელიამ მიმართა: - "თქვენ ხართ თანამონაწილე, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა და რატომ გამიტაცა".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)