|
2025-06-02 13:39:22, 1396 ნახვა
საზოგადოება
რეგულაციის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც საქართველოში, 150 კმ-ზე მეტ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალებოდა, ნახევარი წლით გადაიდო
რეგულაციის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც საქართველოში, 150 კმ-ზე მეტ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალებოდა, ნახევარი წლით გადაიდო. რეგულაციის ამოქმედების თარიღში შესაბამისი ცვლილება „ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, რეგულაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. „ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიის და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)