22:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 13:57:13, 616 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - საინტერესოა ნებისმიერი ფორმატის განხილვები, მათ შორის სენატორ სტივ დეინსთან

რასაკვირველია, საინტერესოა ნებისმიერი ფორმატის განხილვები, მათ შორის სენატორ სტივ დეინსთან, მაგრამ არსებობს გარკვეული საკითხების უშველებელი სპექტრი, რომელიც, იმედია, უფრო ფართო ფორმატში იქნება განხილული და რაც შეიძლება მალე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ფაქტია, ნორმალური ურთიერთობები, ყველა სერიოზული საკითხის განხილვა, რომელიც ეხება საქართველოს, მის მომავალს, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, უნდა აწყობდეს აშშ-საც და ბევრ სხვა ქვეყანას, ვინაიდან საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამ პოლიტიკურ რუკაზე მსოფლიოში.

„მიმდინარე პროცესებშიც საქართველოს როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა და გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიო პროცესებზე, მაგრამ მაინც საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის სტაბილურობაში დაინტერესებული უნდა იყოს, პირველ რიგში, აშშ, ევროკავშირი და დაინტერესებული უნდა იყოს ასევე აზიაც, რომელიც ლამობს საკმაოდ ინტენსიური ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას დასავლეთთან.

ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, საინტერესოა ნებისმიერი ფორმატის განხილვები, მათ შორის სენატორთან, მაგრამ არსებობს გარკვეული საკითხების უშველებელი სპექტრი, რომელიც, იმედია, უფრო ფართო ფორმატში იქნება განხილული და რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics