|
2025-05-26 21:38:55, 1297 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველზე მყოფ მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს
„26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ ღონისძიება დაიწყო. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს სიტყვით. თბილისში, 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეც შეუერთდა. არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარი შეკრებილებს სიტყვით სალომე ზურაბიშვილის შემდეგ მიმართავს. დღეს დღის განმავლობაში, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, რიგი ღონისძიება და მარშები გაიმართა. დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან მარშები და მსვლელობები მოეწყო, საბოლოოდ კი მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ. ამასთან, შეგახსენებთ რომ დღეს უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეა. მოქალაქეები 28 ნოემბრიდან დღემდე ყოველდღიურად გამოდიან ქუჩაში და ასე გამოხატავენ პროტესტს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)