|
2025-05-26 19:39:59, 822 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - არ არსებობს ძალა, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფლებას წაართმევს
არ არსებობს ძალა, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფლებას წაართმევს. ეს ჩვენ არაერთხელ გვიჩვენებია გარეშე მტრისთვის, შიდა მტრისთვის და ახლაც, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, რომ ეს არის ის მონაპოვარი, რომელსაც ქართველი ხალხი არასდროს დათმობს, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მარშის დაწყების წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, მომავალ 26 მაისს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ევროპულ გზაზე დადგომასაც იზეიმებს. “მე მინდა, მოგილოცოთ ყველას უმნიშვნელოვანესი დღესასწაული ჩვენი სახელმწიფოსთვის, მთავარი დღესასწაული, დამოუკიდებლობის დღე და, რაც მთავარია, ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, ეს დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და მე ვხედავ, რომ ადამიანები გაერთიანებულები არიან. ადამიანები, რომლებსაც ეს ქვეყანა ეძვირფასებათ ყველაზე მეტად იმიტომ, რომ ეს არის მთავარი ღირებულება ადამიანისთვის, თავისუფლება, რომლისთვისაც ღირს თავგანწირვა. ძალიან ძნელია, გულგრილად მოუსმინო თუნდაც იმ ლექსს, რომელსაც გამოთქვამდნენ ჩვენი თანამოქალაქეები ამ ბოლო დღეებში, თან მოწოდებაც იყო იმის, რომ ყველა მოსულიყო 26-ში რუსთაველზე და ყველას გვეზეიმა ერთად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. ძალიან ძნელია ემოციის გარეშე, რომ დაიცავ შენს სამშობლოს. უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და რაც მთავარია, ჩვენ არ დავთმობთ თავისუფლებას. არ არსებობს ძალა, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფლებას წაართმევს. ეს ჩვენ არაერთხელ გვიჩვენებია გარეშე მტრისთვის, შიდა მტრისთვის და ახლაც, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, რომ ეს არის ის მონაპოვარი, რომელსაც ქართველი ხალხი არასდროს დათმობს. ეს მონაპოვარი ძალიან დიდ ბრძოლად, სისხლად და ძალისხმევად დაუჯდა ქართველ ხალხს და ამის დათმობას არ გვაპატიებს ჩვენი მომავალი თაობა. ჩვენ არა მხოლოდ ის უნდა შევძლოთ, რომ დავიცვათ თავისუფლება და არ დავთმოთ, არამედ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, სადაც ერთხელ და სამუდამოდ საქართველო იქნება უსაფრთხო, საქართველოში იქნება კეთილდღეობა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სამართალი და თითოეული ადამიანის უფლება, თითოეული ადამიანის შესაძლებლობები იქნება სრულად განხორციელებული, ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ არა მხოლოდ დავიცვათ თავისუფლება, არამედ ქვეყანა განვავითაროთ, ყველამ ერთად დავაყენოთ ფეხზე და ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი, რომ გვქონდეს ამის იმედი. ეს პატარა ჯგუფი აუცილებლად წავა ხელისუფლებიდან და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და ქართველი ხალხი გახდება ამ ქვეყნის ნამდვილი პატრონი. შემდგომ 26 მაისს უკვე ყველანი ერთად ვიზეიმებთ იმას, რომ ქვეყანა დაადგა ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული განვითარების გზას”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)