|
2025-05-23 13:08:51, 1063 ნახვა
სამართალი
ზურა ჯაფარიძის ადვოკატი - როცა ამოვწურავთ ეროვნულ დონეს, შეიძლება, მივმართოთ ევროსასამართლოს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის ცნობით, ჯაფარიძის საქმე ეროვნულ დონეზე განხილვების შემდეგ შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წავიდეს. ჩომახაშვილის თქმით, სასამართლომ ჯაფარიძეს ეფექტური დაცვის უფლება არ შესთავაზა, ასამდე პოლიციელი წინასწარ იდგა სასამართლოსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ წინსწრებით იცოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. "გვექნება საშუალება, რომ ზურა [ჯაფარიძე] მოვინახულოთ გუშინდელს შემდეგ. საჭიროა გარკვეული დეტალების გარკვევა და განხილვა. რაც შეეხება სასამართლო სხდომებს, ჩვენ მივიჩნიეთ შეთანხმებულად პროტესტის ნიშნად, რომ დაგვეტოვებინა დარბაზი, იმიტომ, რომ თავად ზურას მოსაზრება და ჩვენი მოსაზრებაც იყო, რომ აღარ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს იქ ყოფნა, იმიტომ, რომ სასამართლო განზრახ იქცეოდა არასამართლიანად და უკანონოდ და ეს იყო ძალიან ცხადი ყველასთვის იქ. ამიტომ, ეს უნდა იყოს, მათ შორის, მესიჯიც და მოცემულობაც სხვა მოსამართლეებისთვის, რომ თუ გააგრძელებენ ასე მოქცევას, მე დარწმუნებული ვარ, სხვა ადვოკატებიც ასე მოიქცევიან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაწილში ჩვენი პროტესტის გამოხატულება. პრობლემა არ არის მხოლოდ, რომ სასამართლომ არ მისცა ზურა ჯაფარიძეს ადვოკატის ყოლის უფლება. პრობლემა ის არის, რომ მან ეფექტური დაცვის უფლება არ შესთავაზა მას და ჩვენ არ შეგვექმნა შესაბამისი გარემო და იქ, წარმოიდგინეთ, ასობით პოლიციელი წინასწარ იდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასობით პოლიციელმა იცოდა სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს პირდაპირ დარღვევაა, ეს ნიშნავს იმას, რომ რიგითმა ოპერატიულმა მუშაკმა იცის სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არის სირცხვილი სასამართლოსი, როცა ამოვწურავთ ეროვნულ დონეს, მაშინ შეიძლება, მივმართოთ ევროსასამართლოს, იმიტომ, რომ ჯერ აქ არსებული ეროვნული დონე უნდა ამოვწუროთ გასაჩივრების ნაწილში და რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიას შევიმუშავებთ და დეტალურად აგვივლით ზურასთან". - უთხრა ჩომახაშვილმა TV პირველს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)