|
2025-05-20 10:08:28, 647 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ძალადობრივი დამხობის მომხრეები ჩვენ არ ვართ, ამას ხელს არ შევუწყობთ, პირიქით, ხელს შევუშლით
ჩვენ არ ვართ იმ ბრძოლაში, რომ ერთი მრავალრიცხოვანი აქცია გამოვა და იქ რაღაც დამთავრდება, ამ ბუნების არ არის ეს ბრძოლა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ძალადობრივი დამხობის მომხრე არ არის და პირიქით, ამას ხელს შეუშლის. „მე მესმის ეს ინერცია და დაღლილობაც, რომ მოდი, გავიდეთ ყველა ერთად და დავამთავროთ. ოღონდ, აქ, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ ერთი გასვლა და ერთხელ დამთავრება არის ერთადერთი, ღიად ვიტყვი, ძალადობრივი დამხობა, რომლის მომხრეები ჩვენ არ ვართ. ამას ხელს არ შევუწყობთ, არ გავაკეთებთ, პირიქით, ხელს შევუშლით, რადგან ეს შეიძლება, შედიოდეს მხოლოდ რუსეთის და „ქართული ოცნების“ ინტერესებში. ისტორიულად ყოფილა ასეთი ეტაპები, როდესაც აუღიათ იარაღი და ასე ამხობდნენ ერთ დღეს გასვლით ქუჩაში, მაგრამ ეს ჩვენ არ გვინდა, ამ ქვეყანას არ სჭირდება და არ შეიძლება“, – განაცხადა ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)