|
2025-05-19 11:55:04, 697 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - კომისია არის კანონის სრული დარღვევით შექმნილი
ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება - ეს არის სიყალბე, პოლიტიკური თაღლითობის გამოხატულება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოსთან, სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კანონის სრული დარღვევით არის შექმნილი. „ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. კომისიაზე არ მისვლის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ეს კომისია არის კანონის სრული დარღვევით შექმნილი, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არის შექმნილი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ კომისიაში, 50% უნდა იყოს ოპოზიციის წევრებისგან, დამისახელეთ 1 წევრი ოპოზიციისგან. ეს არის სიყალბე, პოლიტიკური თაღლითობის გამოხატულება, - აღნიშნა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)