13:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-18 11:52:42, 991 ნახვა

მსოფლიო
დღეს რომის პაპის ინაუგურაცია გაიმართება

რომის პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე დღეს საინაუგურაციო წირვას ჩაატარებს.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ წირვას დაახლოებით 250 000 მომლოცველი და მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახის წევრების დიდი რაოდენობა დაესწრება, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე.

წირვა, რომელიც კვირას, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყება.

ტრადიციულად, პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხს მიესალმება. კარდინალების მსვლელობასთან ერთად, პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შევა, სადაც ორ სიმბოლურ საჩუქარს მიიღებს.

პირველი არის ოქროს „მეთევზის ბეჭედი“, რომელსაც სახელი წმინდა პეტრეს, მეთევზის პატივსაცემად ჰქვია, რომელიც პირველი პაპი იყო. ბეჭედი პაპობის დასაწყისსა და დასასრულს განასახიერებს და როდესაც პაპი კვდება, მას უფროსი კარდინალი ანადგურებს. 1842 წლამდე ბეჭედი პაპის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტებზე ბეჭდის დასასმელად გამოიყენებოდა.

მეორე საჩუქარია ცხვრის მატყლის მანტია, რომელიც პაპის, როგორც მწყემსის როლს გამოხატავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics