00:38 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 20:29:29, 950 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერს ცრუ არჩევნები ვერ შედგება, ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები

არჩევნები, რომლის ჩატარებასაც აპირებენ 4 ოქტომბერს, ეს ცრუ არჩევნები ვერ შედგება, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც დარწმუნებული ვარ, გავერთიანდებით , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ ივანიშვილი პირობებში არჩევნები არ იქნება ამ ქვეყანაში, არც დემოკრატია არ იქნება და არც პოლიტიკა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი. რა ფორმით იქნება და ვინ მიიღებს მონაწილეობას, იქნება თუ არა ეს საარჩევნო უბნებზე მისვლით, ეს სამსჯელო საკითხია და მსჯელობა მიმდინარეობს. ე.წ. არჩევნები თავსლაფდასხმულმა, გაჟონილმა ივანიშვილმა ვერ უნდა ჩაატაროს, ამ მნიშვნელოვან საკითხზე ამ ეტაპისთვის გარკვეული შეთანხმება არსებობს, თუმცა მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics