|
2025-05-15 19:41:23, 962 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს რეპუტაცია შეულახოს
კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ინსტიტუციების ჩამოქცევა უნდა, ცდილობენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს რეპუტაცია შეულახონ, თან პოლიტიკას შეეფარონ და საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონი მკაცრია და შესასრულებლად სავალდებულო. „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ინსტიტუციების ჩამოქცევა უნდა, მათი გადაწყვეტილება ინსტიტუციური უპატივცემულობაა. წარმოიდგინეთ შემთხვევა, თუ სხვა ბრალდებული გირაოს არ გადაიხდის, რა შედეგი დადგებოდა და სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე იმსჯელებდა თუ არა? რა თქმა უნდა, იმსჯელებდა, რადგან კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ზუსტად იგივე მოხდა ოქრუაშვილის შემთხვევაში. ეს ადამიანები ცდილობენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს რეპუტაცია შეულახონ, თან პოლიტიკას შეეფარონ და საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცნენ. ეს ადრეც გაუკეთებიათ და ახლაც იმავეს აგრძელებენ, მაგრამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ კანონი მკაცრია და შესასრულებლად სავალდებულო, იმის მიუხედავად, ეს ადამიანი რამდენჯერ გამოჩნდება „ნაცმოძრაობის“ არხებზე“, – განაცხადა არჩილ გორუდლაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)