|
2025-05-11 12:02:04, 960 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ჩვენ არ ვიბრძვით ევროპისთვის, ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის
ჩვენ არ ვიბრძვით ევროპისთვის, ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ცდილობს, ევროპა და ევროპული დროშები საქართველოში ანტიქართულ სიმბოლოდ გაასაღოს. "ქოც-რუსული“ პროპაგანდა საქართველოსთან ბრძოლას არ წყვეტს. ის ცდილობს, ევროპა და ევროპული დროშები საქართველოში ანტიქართულ სიმბოლოდ გაასაღოს. გვიმტკიცებს, თითქოს თავისუფლება უცხოა, თითქოს ევროპული, ქრისტიანული იდენტობა მიუღებელი და მხოლოდ ხალხის ძარცვა, შიში და მონობაა ჩვენი „ტრადიცია". ჩვენ არ ვიბრძვით ევროპისთვის, ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის! საქართველოსთვის, სადაც კანონი იცავს ხალხს და არა ივანიშვილის ბანდას; ოცნებები აღარ იმსხვრევა ემიგრაციის ბილეთებად და თავისუფლება, ღირსება, რწმენა და სამშობლო ერთმანეთს არ ებრძვის, არამედ ერთმანეთს ამაგრებს! ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის, ის არის გზა დაცულობისკენ, განვითარებისა და სიმშვიდისკენ. ეს არის ჩვენი მიზანი – ასეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. ახლა ვეკითხები მათ, ვინც დღეს ცდილობს ქვეყანა გათიშოს, ხალხი დააშინოს და ძალით ებღაუჭება ძალაუფლებას: თქვენ რისთვის იბრძვით, გარდა ივანიშვილის და ხალხის ძარცვის უფლებისა? საქართველოსთვის რუსული ჭაობის გარდა, რა მომავალი გაქვთ შეთავაზებული?!", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)