|
2025-05-09 18:49:16, 776 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის მოედნის მიმართულებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს
„რესპუბლიკის მოედნიდან“ „ევროპის მოედნის“ მიმართულებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს. „ჩვენი ძალა ევროპაშია! ჩვენი ძალა ერთობაშია!“, - აცხადებენ აქ შეკრებილები. აღნიშნულ მსვლელობაში მონაწილეობენ: „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მათ შორის მწერლები, გამომცემლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები. მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია!”. ასევე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათი განცხადებით, საქართველოს განვითარების პერსპექტივა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული და დასავლური ინტეგრაციის პირობებში. „რესპუბლიკის მოედნიდან“ წამოსულ მარშს მარჯვენა სანაპიროსთან შეუერთდება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მარში. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნამდე მოქალაქეები მსვლელობით მივლენ. 19:00 საათზე კი ევროპის მოედანზე აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)