|
2025-05-09 18:34:28, 844 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ჩვენმა ქვეყანამ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, ეს ევროპული არჩევანია
ჩვენმა ქვეყანამ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, ეს ევროპული არჩევანია, რომელიც ეროვნულ არჩევანს ნიშნავს, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს იდეისა და გადაწყვეტილებების გარშემო გაერთიანება სჭირდება. „ქვეყანას იდეის გარშემო გაერთიანება და გადაწყვეტილების გარშემო გაერთიანება სჭირდება. ჩვენმა ქვეყანამ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, ეს ევროპული არჩევანია, რომელიც ეროვნულ არჩევანს ნიშნავს. რატომ ევროპა? რადგან ალტერნატივა რუსეთი, ირანი და ჩინეთია. მინდა ასევე პოლიტპატიმრებს შევეხმიანო და მხნეობა ვუსურვო მათ, გამძლეობისა და გმირობისთვის, რომელსაც ისინი თავისუფლების გამო იხდიან. დღეს ქვეყანას ერთიანობა სჭირდება, გაერთიანება და ჩვენ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ინფორმაციისთვის, მარჯანიშვილის მოედანზე, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები, წევრები და მოქალაქეები იკრიბებიან ევროპის დღესთან დაკავშირებით. ისინი ევროპის მოედნამდე მსვლელობით გადაინაცვლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)