|
2025-05-07 15:45:35, 679 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ
ლგბტ პროპაგანდა არასდროს იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ, ეს იცოდეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს უსამშობლოები რომ ფინანსდებოდა აქ, ვინც ლგბტ პროპაგანდას მხარს უჭერდა, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდა… ვიცი დაკვეთა გაქვს, არ მალაპარაკო სიმართლე, მაგრამ მაინც მოგიწევს“, - მიმართა ზარქუამ ჟურნალისტს. რაც შეეხება სანქციების შესახებ დასმულ კითხვას, ირაკლი ზარქუამ უპასუხა: „ვლაგდებით, მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს“. „შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს გესმის? ახლა რომ პროვოკატორობ აქ. კითხვა დასვი, გპასუხობ და გადახვედი. ლგბტ პროპაგანდა არასდროს იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ, ეს იცოდეთ. ყველაფერი კარგად იქნება“, - განუცხადა ზარქუამ ჟურნალისტებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)