02:26 - 29 May, 2026
|
2016-03-16 11:16:03, 509 ნახვა
საზოგადოება
პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. მერიის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიამ ერთი დღის განმავლობაში, ჩამონგრეული კედლის ნაცვლად ახალი დამცავი ფენა მოაწყო. „აღდგა საავტომობილო მოძრაობა და პუშკინის ქუჩის გაფართოების სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. მოძრაობის შეზღუდვა გუშინ გზის საყრდენი კედლის ჩამონგრევამ გამოიწვია. ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ კედელი რამდენიმე წლის წინ სამშენებლო ნორმების დარღვევით აიგო, კერძოდ, კედელს არ ჰქონდა შესაბამისი საძირკველი, რაც მოკლე დროში მისი ჩამონგრევის მიზეზი გახდა. კედლის ჩამონგრევისას სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)