14:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 19:01:38, 807 ნახვა

მსოფლიო
პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მიერ მინიჭებული ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი გაასაჩივრა

პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მიერ მინიჭებული ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი გაასაჩივრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ქალაქ კიოლნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საშინაო სადაზვერვო სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

შეგახსენებთ, გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გასულ პარასკევს გამოაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, სააგენტოს საშუალება ეძლევა პარტიის მონიტორინგი გააძლიეროს.

„ეთნიკურ და წარმომავლობაზე დაფუძნებული კონცეფცია რომელიც პარტიაში დომინანტურია, არ შეესაბამება თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგს. მისი მიზანია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების საზოგადოებაში თანაბარი მონაწილეობის აღკვეთა, მათ მიმართ ისეთი მოპყრობა რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics