|
2025-05-05 15:00:02, 818 ნახვა
პოლიტიკა
ნანა მალაშხია - როდესაც რეჟიმს ჩამოვშლით, უნდა ავაშენოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო
როდესაც რეჟიმს ჩამოვშლით, უნდა ავაშენოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო, რადგან დემოკრატია და ქვეყნის განვითარება თავისუფალი სასამართლოს გარეშე არ არსებობს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნანა მალაშხიამ, საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, სასამართლოში მიმდინარე უსამართლობას მოსამართლეები ჩადიან, რომელთა უმეტესობა უკვე სანქცირებულია. ნანა მალაშხიას თქმითვე, სანქციების კუთხით, მომავალშიც აქტიური მუშაობა გაგრძელდება. „ეს არის პროტესტი უსამართლობის მიმართ, რომელიც ამ შენობაში [სასამართლოში] ხდება. უსამართლობას კი კონკრეტული მოსამართლეები ჩადიან - სახელებითა და გვარებით. ბევრის მიმართ უკვე სანქციებია გამოტანილია, ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. როდესაც რეჟიმს ჩამოვშლით, უნდა ავაშენოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო, რადგან დემოკრატია და ქვეყნის განვითარება თავისუფალი სასამართლოს გარეშე არ არსებობს“, - განაცხადა ნანა მალაშხიამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი აქციას მართავს. ასევე ადგილზე იმყოფებიან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრები, რომლებსაც ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერით: „გაათავისუფლეთ შვილები, გაათავისუფლეთ საქართველო“, „ქალებს ვერ დააწიოკებთ“, „სადაც არაა სამართალი, იქ არც თავისუფლებაა“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)