17:15 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-04 14:16:45, 3482 ნახვა

სხვადასხვა
თბილისი ცენტრალი ე.წ. ვაგზლის ბაზრობის რეკონსტრუქციისთვის მზაობას აცხადებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ს.ს „თბილისი ცენტრალი“ ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში სს „თბილისი ცენტრალი“ აცხადებს მზაობას უმოკლეს ვადებში მოამზადოს „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან.

„მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე.

აღნიშნული ტერიტორია 49 წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს თბილისი ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან. არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა შპს ბაქანი.

ხანძრის შედეგად დაზარალდა შპს ბაქანი და მათ მიერ დასაქმებული 300-ზე მეტი მოვაჭრე, სს თბილისი ცენტრალი და მისი სხვა მოიჯარეები რომლებმაც ერთობლივად რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

მიუხედავად მიღებული მნიშვნელოვანი ზარალისა, სს თბილისი ცენტრალი აცხადებს სრულ მზაობას უმოკლეს ვადებში მოამზადოს ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან.

სს თბილისი ცენტრალს გააჩნია ყველანაირი საჭირო რესურსი რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ოპერატიული თანხმობის მიღებისთანავე, განახორციელოს საჭირო ინვესტიცია სავაჭრო სივრცის მაქსიმალურად მოკლე ვადებში რეკონსტრუქციისთვის, რაც საშუალებას მისცემს დაზარალებულ მოიჯარეებს აღადგინონ კომერციული საქმიანობა.

ვითვალისწინებთ რა დაზარალებული მოვაჭრეების მდგომარეობას, ბაზრობის ოპერატორთან ერთად ვიხმართ ყველანაირ ღონეს რომ მათ შევთავაზოთ კომერციული საქმიანობის განახლების შეღავათიანი პირობები და ხელი შევუწყოთ დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics