01:51 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 21:13:46, 1260 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებული ამერიკული ინვესტიციებით დასრულება სტრატეგიული მნიშვნელობისაა

აშშ-სა და უკრაინას შორის ხელი მოეწერა იშვიათი მინერალების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას, რაც მნიშვნელოვანი, ორმხრივად მომგებიანი ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის, - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, ცენტრალურ აზიასაც აქვს იშვიათი მინერალების მნიშვნელოვანი მარაგი, ხოლო საქართველო ცალსახად არის ამ რესურსების კრიტიკული სატრანზიტო კვანძი და სწორედ ამიტომ არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებული ამერიკული ინვესტიციებით დასრულება სტრატეგიული მნიშვნელობის.

„ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ, რუსეთის მიერ წამოწყებული სასტიკი ომის ფონზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცენტრალურ აზიას აქვს იშვიათი მინერალების მნიშვნელოვანი მარაგი. საქართველო ცალსახად არის ამ რესურსების კრიტიკული სატრანზიტო კვანძი, რომელიც აკავშირებს მათ ევროპულ და ამერიკულ ბაზრებთან შავი ზღვის გავლით. სწორედ ამიტომ არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებული ამერიკული ინვესტიციებით დასრულება სტრატეგიული მნიშვნელობის.

სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის პრორუსულმა, პროჩინურმა რეჟიმმა პროექტი შეაჩერა და უკანონოდ ჩამოართვა ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებს. აუცილებელია, ეს უსამართლობა გამოვასწოროთ, განვაახლოთ პორტის მშენებლობა და კიდევ ერთხელ გამოვკვეთოთ საქართველოს, როგორც დასავლეთის საიმედო პარტნიორისა და გეოსტრატეგიული მოკავშირის როლი", - წერს მამუკა ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics