|
2025-04-29 18:36:53, 665 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - რეგიონს სჭირდება სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება
არსებობს მზაობა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებული და მოტივირებული, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა. ყაველაშვილის თქმით, რეგიონს სჭირდება სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. „დავასრულე შეხვედრები სომხეთში, ჩემთვის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი იყო სომხეთის რესპუბლიკაში. მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, პრეზიდენტთან, პრემიერთან, ვიმყოფებოდი ეჩმიაძინში, მის უწმინდესს შევხვდი და დავათვალიერე ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმიც. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პრეზიდენტთან. ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა დეტალზე. მინდა, საზოგადოებასაც მივმართო, რომ არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებული და მოტივირებული იმისთვის, რომ ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება. მე, როგორც მოგეხსენებათ, მანამდე აზერბაიჯანშიც გახლდით და იქაც ანალოგიური განწყობაა. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს სამმხრივი ფორმატი, რომელშიც მონაწილეობს საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, სადაც მიმდინარეობს საუბრები. ყველაზე გამოკვეთილი თემაა, რა თქმა უნდა, სამშვიდობო პოლიტიკა. იცით, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დასრულებულია მოლაპარაკება, ყველა ელოდება ხელმოწერას, რომ გრძელვადიანი მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ყაველაშვილმა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სტაბილურობას მოაქვს განვითარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)