|
2025-04-25 19:45:44, 1140 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა 28 აპრილს ჩაინიშნა
28 აპრილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. ინფორმაციას კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. მისი ცნობით, სხდომაზე მოწვეულნი არიან თეიმურაზ ჭიჭინაძე, შალვა ოგბაიძე, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე. „28 აპრილს, 10:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა. სხდომაზე განსახილველი საკითხებია: შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე; შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე. სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები - თეიმურაზ ჭიჭინაძე, შალვა ოგბაიძე, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე. სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით. ასევე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე“,-წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)