|
2025-04-23 15:07:40, 1023 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში
ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის მთლიანად უჭერს მხარს პარტიის ლიდერებს. „ოლიგარქიული დიქტატურა გადასულია შეტევაზე. ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე. მე, როგორც ამ მოძრაობის დამაარსებელი, მთლიანად ვუჭერ მხარს პარტიის „ლიდერშიპს“ და მოვუწოდებ ყველა წევრს, არ აჰყვნენ ამ „ქოცურ“ მაქინაციებს. ასევე, მოვუწოდებ საკრებულოების ჩვენს წევრებს, რომელთა გაყვანისთვისაც მე ჩემი თავისუფლებით მაქვს ფასი გადახდილი და ვიხდი დღემდე პატიმრობით, გაუწიონ წინააღმდეგობა და არ მიიღონ მონაწილეობა კორუფციაში, მათ შორის, კორუფციაში, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო სფეროს ლობირებასთან“, - წერს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)