02:16 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 15:01:30, 653 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს რამდენიმე პროფესორმა შიმშილობა დაიწყო

თვითმმართველობის წევრების პარალელურად, რექტორის კაბინეტის წინ თსუ-ს სამმა პრფესორმა შიმშილლობა დაიწყო.

როგორც მათ განაცხადეს, ისინი მოითხოვენ, რომ ლექტორი ვლადიმერ პაპავა არ გადადგეს.

ამ დროისათვის მოშიმშილე პროფესორები არიან: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიული ქეშელაშვილი, ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭილაძე და თსუ-ს უნივერსიტეტის კიდევ ერთი პროფესორი მანანა ხარხიანი.

„ეს პროცესი მართულია სხვადასხვა პარტიის მიერ, პრორუსული ძალების მიერ. მთავრობაში უკვე გამოიკვეთა ორი ძალა - პრორუსული და პროდასავლური. რატომ უნდა გადაგეს ვლადიმერ პაპავა არ მესმის. ის ასრულებს თავის მოვალეობას და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა უნივერსიტეტის სამეცნირო კვლევითი მუშაობის მიმართულებით“, - განაცხადა იზოლდა ჭილაძემ.

მათი შეფასებით, ვლადიმერ პაპავა თავის მოვალეობას ასრულებს და მან უნივერსიტეტს ბევრი სასიკეთო საქმე გაუკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics