02:16 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 13:59:20, 587 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს ლექტორი: უნივერსიტეტის დაცვა მოვალეობას არ ასრულებს, შენობაში უმართავი ძალები შემოდიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის გიული ქეშელაშვილის განცხადებით, არც უნივერსიტეტის დაცვა და არც უსაფრთხოების სამსახური თავის მოვალეობას არ ასრულებს.

როგორც ლექტორმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, თვითმმართველობის მხარდამჭერებისათვის დაცვას წინააღმდეგობა არ გაუწევია, როცა ისინი რექტორის კაბიბეტში შეიჭრნენ.

მისივე თქმით, რექტორის კაბინეტში მყოფ სტუდენტებს შორის თსუ-ს სტუდენტი მხოლოდ ორი შეიძლება იყოს.

„დაცვა რომ თავის მოვალეობას ასრულებდეს, ხომ შეიძლება მოსთხოვოს სტუდენტს სტუდბილეთი და იმის მიხედვით შემოუშვას უნივერსიტეტში?! ნებისმიერი შემოდის გარედან ტექნიკურის, ილიაუნის და .ა.შ. შემოდიან აბსოლუტურად გარეშე, უმართავი ძალები. აქ მყოფ პირებს შორის მხოლოდ ორი შეიძლება იყოს თსუ-ს სტუდენტი“, - განაცხადა გიული ქეშელაშვილმა და დასძინა, რომ ვლადიმერ პაპავას გადადგომასთან დაკავშირებით, სტუდენტების მოთხოვნა მისთვის მიუღებელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics