02:58 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 18:29:29, 655 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ქმნიან ცრუ დილემებს, პატრიოტიზმი თუ ვიზა

ელენე ხოშტარია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარს სოციალურ ქსელში აკეთებს და ამბობს, რომ "ოცნებამ დაიწყო საინფორმაციო კამპანია ანტიდასავლური ამოცანის ბოლომდე მისაყვანად, ვიზების დასაკარგად".

მისი თქმით, კამპანია იმისთვის ჭსირდებათ, რომ ამ რუსულ დავალებაზე, როგორც 28 ნოემბერს, იციან, რომ იქნება რეაქცია და ეშინიათ.

"აბსოლუტურად ცხადია, რომ ოცნებამ დაიწყო საინფორმაციო კამპანია ანტიდასავლური ამოცანის ბოლომდე მისაყვანად, ვიზების დასაკარგად. კამპანია იმისთვის ჭირდებათ, რომ ამ რუსულ დავალებაზე, როგორც 28 ნოემბერს, იციან, რომ იქნება რეაქცია და ეშინიათ.

ამიტომ ქმნიან ცრუ დილემებს - პატრიოტიზმი თუ ვიზა.

ამ ცრუდილემებში კი არ უნდა შევიდეთ, პატრიოტიზმი რომ ითხოვს მათ მოშორებას, რადგან თავისუფლებაც გვქონდეს, სამართლიანობაც, განვითარებაც და ამისთვის, მათ შორის ვიზა, ეგ უნდა გავაგებინოთ ქმედებით!

მწვავე პროტესტი ამ რუსულ გეგმაზე!

ნამდვილი დილემა ესაა - ან ვიშორებთ ოცნებას ან ვკარგავთ მომავალს! ცხადია ვიშორებთ ოცნებას და ამისთვის ამ ძალიან საამაყო უკვე არსებულ უწყვეტ პროტესტში ახალ ფაზაზე უნდა გადავიდეთ!" - წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics