15:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-17 19:50:57, 631 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე თალიბანის საქმიანობა დაუშვა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის ადმინისტრაციული სარჩელი და რუსეთის ტერიტორიაზე თალიბანის საქმიანობის აკრძალვა შეაჩერა.

"რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერებულია აქამდე დადგენილი აკრძალვა მოძრაობა თალიბანის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც შეტანილია ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულთა ერთიან ფედერალურ სიაში," – განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე ოლეგ ნეფედოვმა.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ და პირადად ნეფედოვმა მცირე ხნის წინ LGBT მოძრაობები ექსტრემისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. ეს გადაწყვეტილება გახდა 2024 წლის დეკემბერში ძალაში შესული სამართლებრივი ჩარჩოს პირველი შემთხვევა. ეს სამართლებრივი ნორმა შესაძლებლობას იძლევა, დროებით შეჩერდეს ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვა. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის. 

გასული წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც საშუალებას იძლევა დროებით შეჩერდეს იმ ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვა, რომლებიც შეტანილია ტერორისტულ ორგანიზაციათა ერთიან სიაში. მაშინ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი განმარტავდა, ეს კანონი თალიბანთან კანონიერ თანამშრომლობას შესაძლებელს გახდიდა.

პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის განცხადების საფუძველზე. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინფორმაცია, რომ შესაბამისმა ჯგუფმა შეწყვიტა ტერორისტული საქმიანობა, პროპაგანდა, ტერორიზმის გამართლება ან მხარდაჭერა, ასევე სხვა სისხლის სამართლის დანაშაულები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics