04:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-17 19:46:10, 780 ნახვა

სამართალი
პროკურორი ნიკა გვარამიას საქმეზე - არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე

არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავად განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან და ხასიათიდან, ვინაიდან, ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის განზრახ ჩადენას, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა მარიამ მეშველიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მეშველიანის თქმით, გვარამიამ, შესაძლოა, მომავალშიც ჩაიდინოს ნებისმიერი განზრახვის დანაშაული.

მისი განმარტებით, დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკა მეტყველებს კიდევ ერთ საფრთხეზე, რაც გვარამიასგან მომდინარეობს.

“ბრალდების მხარე თითოეული ბრალდებულის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე განსაზღვრავს გირაოს ოდენობას. ამ შემთხვევაშიც, ნიკა გვარამიას ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მის მიმართ მოთხოვნილი ყოფილიყო გირაო 30 000 ლარის ოდენობით.

აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე ვსაუბრობთ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და იმ საფრთხეებზე, რაც არსებობს. მოცემულ შემთხვევაშიც, სასამართლომაც ჩათვალა, რომ არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავად განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან და ხასიათიდან, ვინაიდან ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის განზრახ ჩადენას.

ახალი დანაშაულის ჩადენაში იგულისხმება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულმა, შესაძლოა, მომავალშიც ჩაიდინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე ქმედება, ნებისმიერი განზრახვის დანაშაული, ვინაიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკა მეტყველებს სწორედ იმ მომდინარე საფრთხეზე, რაც მოდის ბრალდებულისგან”, - განაცხადა პროკურორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics