15:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 14:17:43, 588 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება არ შევა

ისრაელის პოლიტიკა ნათელია, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება არ შევა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი „ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისრაელი „ჰამასზე“ ზეწოლისთვის იყენებს“.

მისი თქმით, სამომავლოდ ღაზაში ჰუმანატარული დახმარების შეტანის მიზნით სამოქალაქო მექანიზმი უნდა შეიქმნას.

„ამჟამად, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას არავინ გეგმავს და ამისთვის არავინ ემზადება. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სამომავლოდ ჰუმანიტარული დახმარებისთვის სამოქალაქო მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომელზეც წვდომა „ჰამასს“ არ ექნება“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics