16:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 21:06:46, 675 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - აშშ გააგრძელებს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

შეერთებული შტატები გააგრძელებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, – ამის შესახებ აღნიშნულია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით გაუგზავნა.

დონალდ ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ ქვეყნებს ერთად მუშაობის დიდი ისტორია აქვთ და გამოთქვამს იმედს, რომ უახლოეს წლებში გადაიდგმება ნაბიჯები დიდი მიღწევებისკენ.

„მადლობელი ვარ აზერბაიჯანის მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის ჩვენი პარტნიორი ისრაელის მიმართ და მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომლებსაც თქვენ და სომხეთი დგამთ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რადგან ჩვენი ქვეყნები ისწრაფვიან წარმატებისკენ. შეერთებული შტატები გააგრძელებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – აღნიშნულია წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics