16:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 16:56:48, 620 ნახვა

მსოფლიო
სკოტ ბესენტი - ტარიფებთან დაკავშირებით ჩინეთის მხრიდან ესკალაცია დიდი შეცდომაა

ტარიფებთან დაკავშირებით ჩინეთის მხრიდან ესკალაცია დიდი შეცდომაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

„ვფიქრობ ჩინეთის მიერ ესკალაცია დიდი შეცდომა იყო. ჩვენ დეფიციტური ქვეყანა ვართ. რას ვკარგავთ ჩინეთის მიერ ჩვენს წინააღმდეგ ტარიფების მომატებით? ჩვენ მათთან იმის მეხუთედის ექსპორტს ვახორციელებთ, რასაც ისინი ჩვენთან. ასე რომ, ეს დანაკარგს მათთვის წარმოადგენს“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.

მისი თქმით, სავაჭრო მოლაპარაკებებში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირადად მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, კითხვაზე, უნდა შეამციროს თუ არა ევროკავშირმა არასატარიფო ბარიერები, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადი, ბესენტმა უპასუხა, რომ „ყველაფერი განიხილება“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics