02:03 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 14:00:33, 521 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციაში სოლიდარობის ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სოლიდარობის ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მარიამ ჯაშმა საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ ფონდში განხორციელებული დონაციის სტატისტიკა წარმოადგინა და დეტალურად ისაუბრა ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორის მხრიდან დონაციის გაზრდის შემთხვევაში, ფონდს შესაძლებლობა ექნება საქმიანობის არეალი გააფართოოს.

სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფონდის საქმიანობის ხელშეწყობისა და თანადგომისთვის.

აღსანიშნავია, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელთა 100% ჩართულია სოლიდარობის ფონდისთვის დონაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics