17:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 13:05:43, 653 ნახვა

მსოფლიო
ანალენა ბერბოკი - უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის, სწორედ პუტინს არ სურს მშვიდობა

პუტინს სურდა სამ დღეში დაეპყრო კიევი და უკრაინა. რუსეთის სასტიკი აგრესიის სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ, სრულიად ნათელია: პუტინის გეგმა ჩაიშალა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც კიევში ჩასვლის შემდეგ გავრცელდა.

მისი თქმით, „რუსეთმა აიძულა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთიც სასტიკ ომში ჩართულიყვნენ. ომში, რომელსაც ვერ მოიგებს“.

ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ არავის სწყურია მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინას.

„მშვიდობა არავის სწყურია იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელ ხალხს. უკრაინა მზად არის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის. სწორედ პუტინია ის, რომელსაც არ სურს მშვიდობა, თამაშობს დროზე და აგრძელებს აგრესიულ ომს, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონს. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება პუტინსა და მის მხარდამჭერებს დაგვაბრმავონ, რადგან მშვიდობის შეთავაზება არ არის მშვიდობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics