|
2025-03-31 14:45:44, 604 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის მომავალი სამთავრობო კოალიცია შეთანხმდა, რომ EU-ში ორბანის დასჯას დაუჭერს მხარს
გამოცემა Politico წერს, რომ გერმანიის მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტია ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება და სამთავრობო კოალიციაში მათი სავარაუდო პარტნიორები, სოციალ-დემოკრატები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირში მხარი დაუჭირონ დაფინანსებისა და ხმის მიცემის უფლების შეჩერებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კავშირის საკვანძო პრინციპებს, მაგალითად კანონის უზენაესობას, არღვევენ. Politico წერს, რომ შეთანხმებაში უნგრეთი ნახსენები არ არის, თუმცა "აშკარად" მასზე მიუთითებს. ამის შესახებ გამოცემა კოალიციაზე შეთანხმების მათ მიერ მოპოვებულ მონახაზზე დაყრდნობით წერს. "არსებული დამცავი ინსტრუმენტები, დარღვევების შესახებ საქმეებით და EU-ს ფინანსებზე უარის თქმით დაწყებული და წევრობის უფლებების, მაგალითად ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის, შეზღუდვით დამთავრებული, იმაზე უფრო თანმიმდევრულად უნდა იყოს გამოყენებული, ვიდრე აქამდე". - წერია დოკუმენტში POLITICO-ს თანახმად. როგორც გამოცემა იტყობინება, ვეტოს უფლებისთვის თავის ასარიდებლად გერმანიის მომავალ მთავრობას სურს, რომ "მხარი დაუჭიროს კვალიფიციური უმრავლესობის გაფართოებას ევროკავშირის საბჭოში, კერძოდ საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებზე, მაგალითად სანქციების დაწესებაზე". გარდა ამისა, სამთავრობო კოალიციაზე მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა პირობა დადეს, რომ ევროპაში უფრო აქტიურ როლს შეასრულებენ ვაიმარის სამკუთხედის, საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთს შორის ალიანსის, გამოყენებით. გერმანელი კონსერვატორებისა და სოციალ-დემოკრატების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა სამთავრობო კოალიციის შესახებ გაცნობითი მოლაპარკებები 28 თებერვალს დაიწყეს. მთავრობის ჩამოყალიბებამდე პარტიები საერთო კურსზე უნდა შეთანხმდნენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები წლებია უნგრეთს დემოკრატიული ნორმების დარღვევასა და პრესის თავისუფლებისა და მოსამართლეების დამოუკიდებლობის შეზღუდვაში ადანაშაულებენ. 2018 წელს ევროპარლამენტმა უნგრეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ღირებულებების დარღვევის გამო მე-7 მუხლით გათვალისწინებული ხმის უფლების ჩამორთმევის პროცესი დაიწყო. თუმცა, პროცესი წევრ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური უთანხმოებების გამო გაჩერდა და წინ ვერ წაიწია. 2022 წელს ევროკომისიამ უნგრეთს ევროკავშირიდან 22 მილიარდი ევროს ღირებულების დაფინანსება შეუჩერა, თუმცა გასულ წელს 10 მილიარდ ევროზე მეტი აღუდგინა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)