|
2016-03-13 10:36:28, 586 ნახვა
საზოგადოება
17 წლის ქეთევან მჟავანაძემ ერთი დღით შს მინისტრის სავარძელი დაიკავა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ბენეფიციარს, 17 წლის ქეთევან მჟავანაძეს შს სამინისტროში უმასპინძლა. გიორგი მღებრიშვილმა გოგონას მისი სამუშაო კაბინეტი და სამინისტროს შენობა პირადად დაათვალიერებინა. შს მინისტრმა ქეთევან მჟავანაძე საკუთარი ავტომანქანით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშიც მიიყვანა, სადაც მას საჩუქრად პატრულ-ინსპექტორის ფორმა და სიმბოლური სუვენირები გადასცეს. სამინისტროში სტუმრობის შემდეგ, გოგონას შესაძლებლობა ჰქონდა, რამდენიმე საათით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად თბილისის ქუჩებში პატრულირება განეხორციელებინა. ბერი ანდრიას ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება. ფონდის ერთ-ერთი პროექტის თანახმად, ბენეფიციარები მათთვის სასურველ მინისტრს ხვდებიან და ერთი დღით სიმბოლურად მათ თანამდებობას იკავებენ. აღნიშნული პროექტით ბერი ანდრიას ფონდი ბავშვების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე, განვითარებასა და სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)