17:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 19:47:11, 911 ნახვა

მსოფლიო
WH – უკრაინა და რუსეთი შავ ზღვაში ძალის გამოყენებაზე თანახმა არიან

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებების მიხედვით, 23-25 მარტს აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და რუსეთი თანახმა არიან, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება.

"აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა, ძალის გამოყენების შეწყვეტა უზრუნველყონ და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება". - წერია უკრაინის მხარესთან შეხვედრის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თეთრი სახლის მიხედვით, ზუსტად იგივე პირობებზე რუსული მხარეც არის თანახმა. 

ამას გარდა, აშშ-სა და უკრაინის მხარე შეთანხმდნენ, რომ აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს უკრაინას ომის ტყვეების გაცვლაში, დაკავებული მოქალაქეების გამოშვებაში და ძალით რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებაში.

თავის მხრივ, აშშ რუსეთთან შეთანხმდა, რომ ხელს შეუწყობს რუსეთს, წვდომა აღიდგინოს მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქის ექსპორტისთვის, შეამციროს საზღვაო სადაზღვევო ხარჯები, და გააუმჯობესოს პორტებსა და საგადასახადო სისტემებზე წვდომა მსგავსი ტრანზაქციებისთვის.

ამასთანავე, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის, დელეგაციები თანახმა არიან, მიღებული იყოს შესაბამისი ზომები ენერგეტიკის ობიექტებზე იერიშების აკრძალვიწ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ამას გარდა, თეთრი სახლის მიხედვით, მხარეები გამძლე და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად მუშაობის გაგრძელებაზე არიან თანახმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics