07:50 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-23 22:29:31, 1345 ნახვა

ომი უკრაინაში
საუდის არაბეთის ქალაქ ერ რიადში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები დასრულდა

საუდის არაბეთის ქალაქ ერ რიადში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები ახლახან დასრულდა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ, იგორ პალისამ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია რუსულ მხარესთან შეხვედრებს არ გამართავს

 უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვის განცხადებით,  მაგიდაზე, არის წინადადებები ენერგეტიკული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ.

"ჩვენ დავიწყეთ შეხვედრა ამერიკულ გუნდთან რიადში. ჩვენ ვასრულებთ უკრაინის პრეზიდენტის დავალებას, დაამყაროს ღირსეული მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოს უსაფრთხოება. მაგიდაზე, კერძოდ, არის წინადადებები ენერგეტიკული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ", - განაცხადა მინისტრმა.

უმეროვმა აღნიშნა, რომ დღეს მხარეები რიგ რთულ ტექნიკურ საკითხზე იმუშავებენ. მისი თქმით, უკრაინის დელეგაციაში შედიან ენერგეტიკის სპეციალისტები, ასევე სამხედრო წარმომადგენლები საზღვაო და საჰაერო კომპონენტებიდან.

10 მარტს პრეზიდენტი ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა და პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის ქვეყანაში დარჩება.

11 მარტს ქალაქ ჯედაში გაიმართა მოლაპარაკებები უკრაინისა და შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის. შეხვედრისას ქვეყნების წარმომადგენლებმა მიაღწიეს არაერთ მნიშვნელოვან შეთანხმებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics