|
2025-03-18 19:32:12, 750 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის 10 ქვეყანა - „რადიო თავისუფლების” გაუქმება საჩუქარი იქნება ევროპის მტრებისთვის, მზაობას ვაცხადებთ ვიმუშაოთ, რათა უზრუნველვყოთ ფინანსური რესურსები
“რადიო თავისუფლების” დაფინანსებას ევროკავშირის 10 ქვეყანა უჭერს მხარს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ჩეხეთის, ავსტრიის, ბელგიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ესტონეთის, გერმანიის, ლატვიის, სლოვენიისა და შვედეთის მინისტრები და მაღალჩინოსნები ავრცელებენ. როგორც განცხადებაში აღინიშნება, „რადიო თავისუფლების“ გაუქმება საჩუქარი იქნება ევროპის მტრებისთვის “ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ფინანსურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება” (RFE/RL), როგორც ბოლო დროს გავრცელებულ ამბებში აღინიშნება. დღეს, RFL/RL აგრძელებს სანდო, დამოუკიდებელი ახალი ამბების მიწოდებას ათობით მილიონი ადამიანისთვის რეგიონში, სადაც თავისუფალი მედია შეზღუდულია ან არ არსებობს. ამით, ის ეხამრება დემოკრატიული ღირებულებების წინ წაწევას და აძლიერებს ჩვენს კოლექტიურ პასუხს, დეზინფორმაციისა და ავტორიტარული პროპაგანდისადმი. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო სრულდება მის ისტორიულ როლზე, როგორც ძალაზე დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის - ღირებულებების, რომლებიც ევროკავშირის შუაგულშია. საგარეო მავნე გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევით და დემოკრატიული მედეგობის გაძლიერებით, RFE/RL-ს წვლილი შეაქვს ევროპული უსაფრთხოების დაცვაში და მისი გაუქმება საჩუქარი იქნება ევროპის მტრებისთვის. ამ ვითარების კონტექსტში, ჩვენს მზაობას ვაცხადებთ ერთად ვიმუშაოთ, რათა ვიპოვოთ და უზრუნველვყოთ შესაბამისი ფინანსური რესურსები, რომლებიც RFE/RL-ს საშუალებას მისცემს გააგრძელოს თავისი მნიშვნელოვანი მისია. ევროპული დაფინანსება უზრუნველყოფს ამ საკვანძო მედია ინსტიტუტის სტაბილურობას და საშუალებას მისცემს გააგრძელოს კრიტიკული და დამოუკიდებელი ინფორმაციის გავრცელება. მოვუწოდებთ შესაბამის ევროპულ ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, ძალები გააერთიანონ RFE/RL-ისთვისა და სხვა დამოუკიდებელი მედიისთვის მდგრადი ფინანსური მხარდაჭერის შესაქმნელად, რითაც დაცული იქნება მედიის თავისუფლება და დემოკრატია ევროპასა და მის მიღმა”, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ხელმომწერები არიან: მარტინ დვორაკი (ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი), კლაუდია პლაკოლმი (ავსტრიის ევროპის მინისტრი), მაქსიმ პრევო (ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი), სიგიტას მიტკუსი (ლიეტუვის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი), კასპარ ველდკამპი (ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი), მარგუს ცაჰკნა (ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), ანა ლურმანი (გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპისთვის), არტიომს ურშულსკისი (ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი), მარტკო სტუცინი (სლოვენიის სახელმწიფო მდივანი ევროპული საქმეებისთვის) და ჯესიკა როზენკრანცი (შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი).
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)