18:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 08:39:41, 699 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა „სიენენი“ და „ემესენბისი“ კორუფციასა და უკანონო საქმიანობაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტელეარხები „სიენენი“ და „ემესენბისი“ წარმოადგენენ დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რომელთა ქმედებებიც, მისი აზრით, უკანონოა.

„მე ვთვლი, რომ CNN და MSNBC, რომლებიც წერენ 97,6% ნეგატიურ მასალას ჩემ შესახებ, წარმოადგენენ დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას. ისინი კორუმპირებული არიან და მოქმედებენ უკანონოდ. არ აქვს მნიშვნელობა, რა უზარმაზარ გამარჯვებას მივაღწევ მე ან რა მარცხს განიცდიან ჩემი ოპონენტები. ეს ხალხი ყოველთვის შემიტევს მე“, – ხაზი გაუსვა ტრამპმა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში გამოსვლისას.

ტრამპმა გააკრიტიკა მედია მათ შორის კოორდინაციის გამო. მისი თქმით, ისინი გავლენას ახდენენ მოსამართლეებზე.

„ეს არ შეიძლება, იყოს კანონიერი. ჩვენ აღვადგენთ კანონს, წესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ამერიკაში. ჩვენ ვაბრუნებთ პატიოსნებას და ანგარიშვალდებულებას ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში, იუსტიციის სამინისტროსა და მთელი ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეებზე“, – თქვა ტრამპმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics