08:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 18:33:30, 627 ნახვა

საზოგადოება
აქციაზე დაკავებულების მხარდაჭერის გამო, რუსთაველის თეატრის სპექტაკლიდან 3 მსახიობი მოხსნეს

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ანა ამილახვარი ამბობს, რომ სცენიდან რეჟიმის პატიმრების მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო, ის და კიდევ 2 მსახიობი რობერტ სტურუას სპექტაკლიდან: მიჯაჭვული პრომეთედან მოხსნეს.

"მე და ჩემმა მეგობრებმა გავაჟღერეთ, რომ ჩვენ სინდისის პატიმრების მიმართ სოლიდარულები ვართ [...] 6 თებერვალს უკვე გამოსცეს ეს დადგენილება, სადაც აგვიხსნეს, რომ ჩვენ მოქმედი სპექტაკლის მონაწილეები აღარ ვართ და ასევე, რომ ჩვენ შენიშვნა მოგვცეს, რაც იმას გულისხმობს, რომ შემდეგ ნებისმიერ შენიშვნაზე - არ ვიცი, ახლა რომ ინტერვიუს გაძლევთ, შეიძლება, ესეც გახდეს მიზეზი - თეატრიდან საერთოდ მომხსნან [...]

დადგენილებაში წერია, რომ სამმა მსახიობმა, ყოველგვარი ნებართვისა და შეთანხმების გარეშე, თვითნებურად განახორციელა შემდეგი ქმედება: კოსტიუმის შიგნით ჩაიცვეს მაისური სააგიტაციო, პროპაგანდისტული მოსაზრებების გამომხატველი წარწერით და მაყურებლის წინაშე ასეთი ფორმით წარდგნენ [...] ამასთან, თეატრის მსახიობებს სცენაზე კოსტიუმის გარდა, სხვა სამოსით შემოსვლა ეკრძალებათ". - თქვა ამილახვარმა TV პირველთან საუბარში.

2 თებერვალს, სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ანა ამილახვარს კოსტიუმის შიგნიდან ეცვა მაისური, რომელზეც ეწერა: "თავისუფლება სინდისის პატიმრებს:. კიდევ ერთ მსახიობს მაისურზე ეწერა: "თავისუფლება ანდროს და მზიას". მესამე მსახიობს კი ბანერი ჰქონდა გაშლილი, რომელზეც ეწერა: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს". აქედან 4 დღის შემდეგ, რუსთაველის თეატრის დასის მმართველმა, დავით უფლისაშვილმა მოხსენებითი ბარათი გამოსცა, რითიც რობერტ სტურუას აცნობა, რომ მსახიობებმა თეატრის შინაგანაწესი დაარღვიეს - რობერტ სტურუამ კი გადაწყვიტა, რომ ეს 3 მსახიობი სპექტაკლიდან მოეხსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics