18:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 17:45:20, 545 ნახვა

მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - უკრაინამ შესაძლო ზავის მონიტორინგისთვის სადამკვირვებლო ჯგუფის შექმნა დაიწყო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინამ დაიწყო ჯგუფის შექმნა, რომელიც კონტროლს განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაწესდება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სიბიგამ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბეატე მაინლ-რაისინგერმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდადან დაბრუნებისთანავე უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოახსენა ამერიკულ მხარესთან შეხვედრის შედეგები, შემდგომი განვითარებისთვის შესაბამისი წინადადებებით.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ეროვნული გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც შეიმუშავებს მოქმედების შესაბამის ალგორითმებს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის სათანადო კონტროლისთვის. ეს უკიდურესად რთული პროცესია", - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, ფრონტის ხაზი დღეს 1 300 კმ-ზე მეტია.

„რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამიტომ, ახლა ყველაფერი მიმართული იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინული მხარე მომზადდეს შესაბამისი გუნდებით, შესაბამისი განვითარებით, მოდალურობით, მათ შორის უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის შესახებ შეთანხმების ან გეგმის შესახებ სამომავლო ხედვით და, რა თქმა უნდა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის პაკეტის პარამეტრებით და მოცულობით“, - განაცხადა სიბიგამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics