01:52 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 14:41:45, 748 ნახვა

საზოგადოება
„პეგასუსმა“ ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით შესაძლოა ფრენები შეწყვიტოს

კომპანია „პეგასუსმა“ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელოსბის საერთაშორისო აეროპორტიდან  სტამბოლის მიმართულებით შესაძლოა ფრენები შეწყვიტოს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ კომპანიის ცხელ ხაზზე განუცხადეს.

„ამ ეტაპზე ეს დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, ზუსტი ინფორმაცია ორშაბათს გვექნება. საუბარი არ არის რეისების გადადებაზე, საუბარია მიმართულების გაუქმებაზე“, - აღნიშნეს ცხელ ხაზზე.

კომპანიაში რეისების გაუქმების მიზეზებზე არ საუბრობენ: მიზეზს ამ ეტაპზე ვერ დავასახელებთ. დეტალები ორშაბათს გვეცოდინება“, - განუცხადეს კომპანია „პეგასუსში“ „ექსპრესნიუსს“.

კომპანიაში ისიც აღნიშნეს, რომ ვისაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთები ქუთაისი-სტამბოლი, მათ ბილეთებს თბილისი-სტამბოლის რეისზე გადაუცვლიან.

ცნობისთვის, სტამბოლის მიმართულებით ფრენები, გასული წლის აპრილში დაიწყო. რეისები სტამბოლის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს ხორციელდებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics