18:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 14:55:38, 614 ნახვა

მსოფლიო
ილჰამ ალიევის თანაშემწე - საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობები შეიძლება სომხეთისთვისაც მაგალითი გახდეს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, მეზობლური კავშირების იდეალური მაგალითია, ეს ურთიერთობები, შეიძლება, სომხეთისთვისაც მაგალითი გახდეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეტ ჰაჯიევმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს შეხედულებებს. კონფლიქტის მოგვარების მაგალითია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარება. ზოგჯერ სომეხი კოლეგები ამბობენ, რომ სომხეთის დამოუკიდებლობა აზერბაიჯანმა განსაზღვრა, რადგან საოკუპაციო პოლიტიკა მათ დამოუკიდებლობას ემუქრებოდა. ახლო აღმოსავლეთში ახლა გარკვეული მოვლენები ხდება. აზერბაიჯანი გეოგრაფიულად ახლოს არის ახლო აღმოსავლეთთან. ამ რეალობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანი თავის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ცენტრალურ აზიასთან კავშირების განმტკიცებას. გარდა ამისა, თურქეთი და თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია [თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო] ამ რეგიონში ახალ რეალობას ქმნიან. აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსები, ისევე როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, მეზობლური კავშირების იდეალური მაგალითია. ეს ურთიერთობები, შეიძლება, სომხეთისთვისაც მაგალითი გახდეს“, - აღნიშნა ჰიკმეტ ჰაჯიევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics