08:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 17:50:15, 685 ნახვა

სამართალი
ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეების კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს თითქოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით და სხვადასხვა წლებში შპს „დელუქს დეველოპმენტი" და შპს „დემაქს გოთუა" დააფუძნეს. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს. მიუხედავად ამისა, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული დანაშაულებრივი სქემით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 144 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 18 648 902 ლარს დაეუფლნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ბრალდებულთაგან ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ორს - 8-8 წლით, ხოლო კიდევ ორ პირს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, რაც „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გათვალისწინებით შეუმცირდათ და საბოლოოდ ბრალდებულებს 8 წლით და 4 თვით, 6 წლით და 8 თვით და 5 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics