18:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 18:30:25, 682 ნახვა

მსოფლიო
კირ სტარმერი უკრაინის საკითხზე „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების მორიგ სამიტს გამართავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი შაბათს უკრაინის საკითხზე ლიდერების მორიგ სამიტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრი „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების მეორე შეხვედრას გამართავს“, - განუცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს.

ლიდერების შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება.

შეგახსენებთ, 2 მარტს ლანკასტერის სასახლეში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ლიდერთა სამიტს უმასპინძლა. სამიტის დასრულების შემდეგ კირ სტარმერმა უკრაინის დასაცავად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა.

ამასთან, ოთხშაბათს პარიზში დაგეგმილ შეხვედრაზე საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics