08:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 17:09:13, 840 ნახვა

საზოგადოება
თბილისში კურიერებისა და ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში კურიერებისა და ტაქსის მძღოლების პროტესტი მიმდინარეობს. ისინი ახლა აქციას ერთ-ერთ რესტორანთან მართავენ, სადაც ტაქსის კომპანიის ხელმძღვანელები თანამშრომლებისთვის წვეულებას მართავენ.

გაფიცულები კომპანია "ბოლტის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა. მძღოლებმა რესტორნის შესასვლელების ბლოკირება გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს.

აქციის მონაწილეები სატარიფო პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მძღოლები ქალაქის პარალიზებით იმუქრებიან.

ეს ადამიანები არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს, არ ითვალისწინებენ იმ ყოველდღიურობას, რაც ჩვენ გვიჭირს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რომ „ბოლტის“ ხელმძღვანელობას გავესაუბროთ. გარდა ამისა, მოვუწოდოთ ჩვენს მთავრობას, რომ მაქსიმალურად ყურდა იღოს ჩვენი მოთხოვნები, იმიტომ, რომ ჩვენი პრობლემა დასალაგებელია. თუ ისინი გადადგამენ იმ ნაბიჯს, რომ ჩვენთან კომუნიკაციაზე არ გამოვლენ, ჩვენ მივიღებთ უკიდურეს ზომებს, არ გავხსნით გზებს და იძლებულები გახდებიან ეს ადმაიანები, გამოვიდნენ ჩვენთან კომუნიკაციაზე. თუ არადა, გაჩერდება მთელი ქალაქი, მთელი მომსახურების სფერო, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics